Eclipse Entertainment ჯგუფი  საქართველოში პირველად საპასუხისმგებლო აზარტული თამაშობების პროგრამის დანერგვას იწყებს.

16.06.2025

საპასუხისმგებლო აზარტული თამაშები არის პრაქტიკისა და პოლიტიკის ერთობლიობა, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აზარტული თამაშები გასართობ, უსაფრთხო და კონტროლირებად აქტივობად იქცეს.

საპასუხისმგებლო აზარტული თამაშები ფართოდ აღიარებული სტანდარტია გლობალურ სათამაშო ინდუსტრიაში, სადაც მარეგულირებელი ორგანოები და სამორინეები  აქტიურად იცავენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

Eclipse Entertainment ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია უფრო ფართო სფეროებს მოიცავს:

  • რეგიონის განვითარებაში მასშტაბური წვლილის შეტანა;
  • ბათუმის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვა;
  • რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერა საერთაშორისო ღონისძიებების მეშვეობით, ისეთი როგორიცაა უმაღლესი რანგის პოკერის ტურნირების რეგულარულად ჩატარება, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდებში;
  • შესაბამისი საერთაშორისო სპორტული აქტივობების მხარდაჭერა, ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ყოველწლიური Eclipse Fight Night და სპორტსმენების პირდაპირი სპონსორობა;
  • უმაღლესი სერვისის პროგრამების დანერგვა და მოსახლეობის დატრენინგება შესაბამისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ეს ყველაფერი ადასტურებს Eclipse Entertainment ჯგუფის პოზიციას მდგრადი საზოგადოების და მოსახლეობის კეთილდღეობის განვითარების  პროცესში.

Eclipse Entertainment ჯგუფის საპასუხისმგებლო აზარტული თამაშების კამპანიის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხო სათამაშო ქცევის ხელშეწყობა.

კამპანია აგებულია საპასუხისმგებლო თამაშის შვიდი ძირითადი პრინციპის გარშემო:

  1. ბიუჯეტი და დროის ლიმიტები – დააწესეთ მკაფიო ლიმიტები დახარჯულ ფულსა და დროსთან დაკავშირებით;
  2. მხოლოდ გართობისთვის გამოყოფილი თანხა – არასოდეს გამოიყენოთ საყოფაცხოვრებლოდ აუცილებელი თანხები აზარტული თამაშებისთვის;
  3. ნუ დაედევნებით დანაკარგებს – მოერიდეთ დაკარგული ფულის დაბრუნების მცდელობას;
  4. ეს არ არის შემოსავალი – მოეპყარით აზარტულ თამაშებს, როგორც გართობას და არა შემოსავლის მიღების საშუალებას;
  5. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვას – არასოდეს გამოიყენოთ კრედიტი ან ნასესხები თანხები აზარტული თამაშებისთვის;
  6. იცოდეთ წესები – შეისწავლეთ თამაშში მონაწილეობამდე;
  7. გააკეთეთ შესვენებები – დააბალანსეთ აზარტული თამაშები სხვა აქტივობებთან.

Eclipse Entertainment ჯგუფი მოუწოდებს საზოგადოებას და ინდუსტრიით დაინტერესებულ მხარეებს, შეუერთდნენ საპასუხისმგებლო  თამაშების პოპულარიზაციას, როგორც საერთო პრიორიტეტს უფრო ინფორმირებული საზოგადოებისთვის.

მოგეწონათ ჩვენი სტატია?

Dislike