string(6) "Hello!"
პასუხისმგებლობით აღსავსე თამაში - Eclipse Casino ბათუმი

Responsible Gaming

ბევრისთვის თამაში თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებაა. ამ შეხედულებას ვიზიარებთ ჩვენც – სამორინე Eclipse-ში. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის თამაში შეიძლება იქცეს პრობლემად.

ჩვენ გირჩევთ იხელმძღვანელოთ ამ გაიდლაინებით რათა შეინარჩუნოთ კონტროლი და გაერთოთ Eclipse სამორინეში თამაშით.

  1. თუ გადაწყვეტთ თამაშს, გააკეთეთ ეს მხოლოდ გართობის და არა ფულის შოვნის მიზნით.
  2. როდესაც გართობა სრულდება, შეწყვიტეთ თამაში.
  3. ითამაშეთ მხოლოდ იმ თანხით, რისი წაგებაც არ დაგენანებათ და შეხედეთ ყველა მოგებას როგორც ბონუსს.
  4. დაიწესეთ დროის ლიმიტი და შეისვენეთ როდესაც მიაღწევთ მას, იმისდა მიუხედავად იგებთ თუ არა.
  5. წაგება თამაშის ნაწილია, ელოდეთ, რომ შეიძლება წააგოთ.
  6. არ ითამაშოთ კრედიტით და არასდროს ისესხოთ ფული სათამაშოდ.
  7. არ გამოიყენოთ თამაში როგორც შესაძლებლობა გადაჭრათ თქვენი ფინანსური, ემოციური ან სოციალური რობლემები.
  8. თამაშმა უნდა დაიკავოს თქვენი დღის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი.
  9. გააკეთეთ გონივრული ფსონი და თავი აარიდეთ დანაკარგების დევნას, რასაც უფრო დიდ დანაკარგამდე შეუძლია მიგიყვანოთ.
  10. თამაში არ ანაცვლებს მეგობრობას, ოჯახს, სამსახურს ან სხვა ღირებულ საქმიანობებს.

გაქვთ პრობლემა?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის თამაში არის პრობლემა, სამორინე Eclipse გირჩევთ გადახედოთ მოცემულ კითხვარს. თუ რომელიმე კითხვა დადებითად უპასუხებთ, დახმარებისთვის გთხოვთ მიმართოთ პროფესიონალს.

  1. აყენებს თამაში ზიანს თქვენს სამსახურს ან სხვა ვალდებულებებს?
  2. თამაშობთ მოწყენილობისთვის თავის დასაღწევად?
  3. გისესხიათ ფული ან გაგიყიდიათ რამე სათამაშოდ?
  4. მოგიტყუებიათ ოდესმე რათა დაგემალათ ფულის ან დროის რაოდენობა რომელსაც ხარჯავთ თამაშისას?
  5. მთელ ფულის წააგებამდე თამაშობთ?
  6. ცდილობთ წინა თამაშების წაგების კომპენსაციას?
  7. გამოუწვევია თამაშს თქვენთვის ჯანმრთელობის პრობლემები, სტრესის, შფოთვის და დეპრესიის ჩათვლით?
  8. თამაშობთ ალკოჰოლის ან რაიმე სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ?
  9. დაკარგეთ ინტერესი ოჯახის , მეგობრების ან ჰობის მიმართ თამაშის გამო?
  10. გამოუწვევია თამაშს რაიმე ფინანსური პრობლემა თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის?

თვითგამორიცხვა

თუ გსურთ თამაშისგან შესვენება, სამორინე Eclipse უზრუნველყოფს თვითგამორიცხვის სერვისს. თვითგამორიცხვა ნიშნავს, რომ თქვენი ანგარიში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება დახურული, და გამორიცხვის პერიოდის განმავლობაში არ გააქტიურდება არავითარი გარემოების გამო.

თუ თქვენ განიხილავთ თვითგამორიცხვას, გთხოვთ დაეკონტაქტოთ ყველა სამორინეს და სათამაშო კომპანიას სადაც ანგარიში გაქვთ და მოითხოვოთ თვითგამორიცხვა მათთანაც.

ლეხ და მარია კაჩინსკის 1, 6010, ბათუმი, საქართველო

როგორ გვიპოვო ჩვენ
აირჩიეთ ენა
სწრაფი კონტაქტი

ლეხ და მარია კაჩინსკის 1, 6010, ბათუმი, საქართველო

როგორ გვიპოვო ჩვენ